ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 16 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკი პანელურ დისკუსიაზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში“ სიტყვით გამოვა.

უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, კლაუს შვაბი და პრეზიდენტი, ბიორგე ბრენდე მიიღებენ.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში 14 იანვარს, დავოსში, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართება.

myquiz