მატრონა მოსკოველისა და სტალინის ამბავი საზღვრებს გასცდა - რას წერს BBC ხატთან დაკავშირებულ სკანდალზე
წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის და სტალინის თემა გასცდა საზღვრებს და უცხოური მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ხატთან დაკავშირებით შექმნილ საკითხს არაერთი გამოცემა აშუქებს, მათ შორის არის Politoco, ასევე BBC.
"საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოითხოვა შეიცვალოს ხატი, სადაც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული და რომელიც სამების საკათედრო ტაძარში იყო ჩამოკიდებული. ხატი ასახავს სცენებს წმინდა მატრონა მოსკოველის ცხოვრებიდან. მატრონა მოსკოველი მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა. ხატზე ერთ-ერთ სცენაში ის სტალინის გვერდითაა. საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ წმინდანისა და სტალინის შეხვედრის შესახებ "არასაკმარისი მტკიცებულება არსებობს და ამიტომ ცვლილების შეტანაა საჭირო", - წერს ბრიტანული BBC.
გამოცემა მკითხველს ასევე უყვება, რომ საპატრიარქო ხატის შემწირველებს მოუწოდებს, თავად განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები ხატზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითონაც შეუძლიათ ცვლილებების შეტანა.
BBC სტატიაში იმასაც დასძენს, რომ ხატის შემწირველი პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსია", პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხატი ტაძარს რამდენიმე თვის წინ აჩუქეს. თემა ახლახან გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი კანდელაკმა ამცნო საზოგადოებას მის შესახებ. იხილეთ სრულად