რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა? | Allnews.Ge

რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა?

ხარ­კოვ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ზე რუ­სე­ბის ავი­ა­ი­ე­რი­შის დროს ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი და­შავ­და. ის თურ­ქულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს "ანა­დო­ლუს" წარ­მო­ად­გენს და უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან მუ­შა­ობს.

ჟურ­ნა­ლის­ტი AMBEBI.GE-სთან აფეთ­ქე­ბის მო­მენტს იხ­სე­ნებს.

"მე და ჩემი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ოზგე ელიფ ქი­ზილი, სა­მუ­შაო დღის და­სას­რულს, ხარ­კოვ­ში ჩვენს სას­ტუმ­რო­ში დავ­ბრუნ­დით, სწო­რედ ამ დროს მოხ­და აფეთ­ქე­ბე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 11-ის ნა­ხე­ვა­რი იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გეთ. ამას რამ­დე­ნი­მე წამ­ში მოჰ­ყვა მე­ო­რე, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, სარ­კმე­ლი შე­მო­ინ­გრა, ოთახ­ში ყვე­ლა­ფე­რი დაფ­რი­ნავ­და. გა­დავ­წყვი­ტე, აბა­ზა­ნის­თვის შე­მე­ფა­რე­ბი­ნა თავი, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ ზო­გა­დად, აბა­ზა­ნის კედ­ლე­ბი მყა­რია, მაგ­რამ იქამ­დე მის­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან კვამლმა მხედ­ვე­ლო­ბა შე­მი­ზღუ­და. შემ­დეგ და­ვი­წყე ჩემი ფო­ტო­კო­რეს­პო­დენ­ტის ძებ­ნა. ჩა­ვე­დი სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში, ქა­ლე­ბის კი­ვილ­ში ვცდი­ლობ­დი მო­მე­ძებ­ნა ჩემი კო­ლე­გა, იქ იყ­ვნენ სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. მო­ძებ­ნა რომ გა­მი­ჭირ­და, ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა ვცა­დე და მი­პა­სუ­ხა. თავს ოთახ­ში იყო. ძი­რი­თა­დი ნივ­თე­ბი ავი­ღეთ და სას­წრა­ფოდ გა­მო­ვე­დით გა­რეთ. ამ დროს შე­ნო­ბა­ში სა­ხან­ძრო გა­მოჩ­ნდა. იხილეთ სრულად

myquiz