ომები, არჩევნები, ეკონომიკური კრიზისი - რა პროცესებს უნდა ველოდოთ 2024 წელს? | Allnews.Ge

ომები, არჩევნები, ეკონომიკური კრიზისი - რა პროცესებს უნდა ველოდოთ 2024 წელს?

ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, დაპაუზებული განვითარება მთელს მსოფლიოში და რეკორდულად მაღალი ტემპერატურა პლანეტაზე - ეს 2023 წლის მთავარი ნეგატიური ამბებია და ცოტას თუ სჯერა, რომ 2024 გამორჩეულად მსუბუქი იქნება.

მსოფლიო მედია და ექსპერტების დიდი უმრავლესობა წერს, რომ ყველაფერი უბრალოდ, უარესად იქნება. BBC-მ 2024-ის იმ ფაქტების სია გამოაქვეყნა, რომლისაც ამ წელს ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს:

საუბარია არჩევნებზე, რომლის შედეგადაც შესაძლოა, აშშ-სა და ევროკავშირში ხელისუფლება შეიცვალოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში, სადაც უკვე მეორე წელია რუსული აგრესია გრძელდება, დახმარება მკვეთრად მოიკლებს.

კიდევ ერთი პოტენციური პრობლემაა ეკონომიკური კრიზისი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, გახდეს ინფლაციის ახალი ტალღა.

ვერსიებს შორისაა ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც ორ კატეგორიაში ერთდროულად მოიაზრება - რისკებში და ამავდროულად, კაცობრიობის ერთ-ერთი გადამრჩენელიც არის. 21-ე საუკუნის მთავარი სიახლე ამ ეტაპზე ფორმირების პროცესშია, მაგრამ მისი დამალული პოტენციალის გამო, AI მომავლის პროგნოზირებაში ერთ-ერთი ყველაზე უცნობი ქმნილებაა.

თუმცა, 2024 წლის მთავარ საფრთხეებად ამ დროისთვის ომები სახელდება.

ომი ევროპაში, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, შორსაა დასრულებისგან, ისევე, როგორც კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის, რომელსაც ირანის მხარდაჭერა აქვს. თითოეულ მათგანს ნებისმიერ დროს ემუქრება მასშტაბურ რეგიონალურ ან თუნდაც გლობალურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე. და მეორეც, საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო აგრესიის დამკვიდრებამ და დასავლეთის შეზღუდულმა რესურსებმა მოკავშირეების დასახმარებლად, შეიძლება დასავლეთის ოპონენტი ავტოკრატები წაახალისოს, ახალი ომები წამოიწყონ.

ომები

ომები სამყაროს უფრო ღარიბს ხდის. მათ უკვე მოჰყვა შეფერხებები საერთაშორისო ვაჭრობაში, მსოფლიო ეკონომიკის დეგლობალიზაცია და ომისშემდგომი საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების დეგრადაცია.

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გადავიდა გამანადგურებელი ომის გაჭიანურებულ ეტაპზე. მთავარი რისკი მისგან დაღლილობაა ევროპასა და დასავლეთში, რასაც შეიძლება მოჰყვეს კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტა.

fa659440-ad64-11ee-90a2-97626a559ef5-1704706364-1704775054.jpg

წლის ბოლოს ევროპულ პაკეტს უნგრეთმა ვეტო დაადო, ამერიკული დაფინანსება კი რესპუბლიკელებმა კონგრესში დაბლოკეს. იანვარში ევროკავშირი და აშშ-ის ხელისუფლება გაიმეორებენ მხარდაჭერის განბლოკვის მცდელობებს, რომლის გარეშე უკრაინა რისკავს მარტო დარჩენას აგრესორთან, რომელიც მზადაა მთელი თავისი რესურსი გამოიყენოს მეზობელი ქვეყნის დასაპყრობად.

შეიარაღებული კონფლიქტები გრძელდება სუდანში, იემენში, მიანმარში, სომალიში, სირიაში, ნიგერიაში. ექსპერტები შიშობენ, რომ მათი რიცხვი 2024 წელს გაიზრდება. იხილეთ სრულად

myquiz