მამაკაცმა ახალშობილი ვაჟი თოვლში ჩააგდო, რათა ვიდეოს ბევრი ნახვა ჰქონოდა (ვიდეო)
ბოლო დღეების რუსულ მედიაში ყველაზე პოპულარულია სკანდალური ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ცნობილი რუსი მილიონერი ბლოგერი სერგეი კოსენკო ახალშობილ შვილს ლეოს თოვლში აგდებს. საზოგადოება შოკირებულია და კაცისთვის მამის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს. სერგეი კოსენკო, რომელსაც თითქმის შვიდი მილიონი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში, საყვარელ ქალ საშა ბელაირთან ერთად აშშ-ში ისვენებს.
ვიდეომ ინტერნეტის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. კომენტარებში ახალბედა მამას აკრიტიკებენ.