ვინ არის 10 ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში? | Allnews.Ge

ვინ არის 10 ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში?

მსოფლიოში მდიდარი ქალების რიცხვი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება. მილიარდერ ქალებს შორის ძირითადად ისინი არიან, რომლებმაც გარკვეული ფინანსური მოგება მემკვიდრეობით მიიღეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს.

Forbes-ის მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალების სიის სათავეს კომპანია L'Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი იკავებს.

ჯერ კიდევ 2023 წლის 28 დეკემბერს Bloomberg-ი წერდა, რომ მეიერსი გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მეიერსის ქონება მცირედით არის შემცირებული და forbes-ის მიხედვით, დღეს ის 93.8 მლრდ დოლარს ფლობს. თუმცა უმდიდრესი ქალების სტატისტიკაში კი ისევ ლიდერის პოზიცია უკავია.

ბეტანკურ-მაიერსი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად კომპანია Francoise Bettencourt Meyers & family-ის აქტივების 33%-ს ფლობს. ამ დროისთვის მილიარდერი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

მეიერსი პირად ცხოვრებას არასდროს ასაჯაროებს და მედიასაც ერიდება. ცნობილია ის, რომ მან დაწერა ორი წიგნი: ბიბლიის განმარტებითი ხუთტომეული და ბერძენი ღმერთების გენეალოგია. ყოველდღე საათობით უკრავს ფორტეპიანოზე.

რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრესი ქალების ათეულს, forbes-ის მიხედვით ასე გამოიყურება:

ფრანსუაზა ბეტენკურტ მეიერსი - 93.8 მილიარდი დოლარი

იგი 2 L'Oreal- ის მოქმედი მემკვიდრე 2017 წელს გახდა, როდესაც დედა, ლილიან ბეტენკური, მაშინ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელის უოლტონი - 61.3 მილიარდი დოლარი

ელის უოლტონი Walmart- ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია.

ჯულია კოხი - 59.0 მილიარდი დოლარი

ჯულია კოხმა 2019 წლის აგვისტოში, მეუღლის, დავით კოხის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით კოხ ინდუსტრიის 42% -იანი წილი მიიღო. იხილეთ სრულად

myquiz