"დიდი ტრაგედიის შემდეგ, ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებული გახდა, თუმცა მიხვდა, რომ ეს არის იყო სწორი გზა" - ჯეიმი დორნანის მილიონები, რომანები და კარიერა
ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯეიმი დორნანი ერთ-ერთია იმ ძლიერ ადამიანთა შორის, რომელთაც დაძლიეს დეპრესია და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. დღეს მსახიობი ბედნიერიც კია, ეს რთული გზა რომ გაიარა.
დორნანი ჩრდილოეთ ირლანდიაში ქალაქ ჰოლივუდში დაიბადა. დორნანის მამა გინეკოლოგი იყო. ჯეიმისა და მისი დების უდარდელი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა ბავშვებს სიმსივნის დიაგნოზით დედა გარდაეცვალათ.
მომავალ მსახიობს ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი ტკივილის გადატანა მოუწია - ავტოკატასტროფაში მეგობრები დაეღუპა, რაც დედის გარდაცვალების შემდეგ, მისთვის კიდევ ერთ დიდ დარტყმად იქცა. ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებული გახდა, თუმცა მიხვდა, რომ ეს არის იყო სწორი გზა. დორნანმა შეძლო და კლინიკაში სამკურნალოდ წავიდა.
განათლება მან ბელფასტის კოლეჯში მიიღო. დორნანს კოლეჯში ყველაზე მეტად რაგბი და სამსახიობო ოსტატობა აინტერესებდა. სტუდენტი თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა, რაგბის ვარჯიშებმა კი გამხდარი ბიჭი, რომელსაც ასთმა აწუხებდა, მომხიბვლელ მამაკაცად აქცია.
2002 წელს დორნანი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სამსახიობო ოსტატობა შეესწავლა. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე კი ერთ-ერთ ბარში დაიწყო მუშაობა და მოულოდნელად, სამოდელო სფეროშიც ჩაერთო. სიმპათიურმა ახალგაზრდამ ცნობილი სამოდელო სააგენტოების ყურადღება მიიქცია, პირველი კონტრაქტი კი ბრენდ Calvin Klein-თან გააფორმა. იხილეთ სრულად