ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა | Allnews.Ge

ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ტოკიოს ჰანედას აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი სანაპირო დაცვის თვითმფრინავთან შესაძლო შეჯახების შემდეგ გაუჩნდა.

japan-airport-fire-4-1704189838963-1704189867116-1704194096.avif

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც იაპონიის სანაპირო დაცვაში განაცხადეს, რომ მის ერთ-ერთ თვითმფრინავთან სამგზავრო თვითმფრინავის შესაძლო შეჯახების ფაქტს იძიებს.

myquiz