"გამიმართლა, რომ გადავრჩი" - რატომ დაკარგა ეშტონ კატჩერმა მხედველობა და როგორია მისი ცხოვრება ახლა? | Allnews.Ge

"გამიმართლა, რომ გადავრჩი" - რატომ დაკარგა ეშტონ კატჩერმა მხედველობა და როგორია მისი ცხოვრება ახლა?

2000-იან წლებ­ში ეშ­ტონ კატ­ჩე­რი არ ტო­ვებ­და კინო ეკ­რა­ნებს. იღებ­დნენ ფილ­მებ­ში, მას­ზე წერ­და მე­დია, მაგ­რამ ერთ დღეს მსა­ხი­ო­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა ეკ­რა­ნე­ბი­დან, არ ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არ ეს­წრე­ბო­და ღო­ნის­ძი­ე­ბებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსა­ხი­ობს ვას­კუ­ლი­ტის იშ­ვი­ა­თი ფორ­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. აწუ­ხებ­და შა­კი­კი, ჰქონ­და სმე­ნი­სა და მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ასე­ვე უჭირ­და წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა. რო­გორ ცხოვ­რობს ახლა 45 წლის მსა­ხი­ობ, ეშ­ტონ კატ­ჩე­რის მძი­მე წლებ­ზე მო­გიყ­ვე­ბით...

აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი აშ­ლი­ლო­ბა

მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­სულ წელს, ეპი­ზო­დუ­რი რო­ლით გა­მოჩ­ნდა. პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც ყვე­ლას COVID-19 ებ­რძო­და, კატ­ჩე­რი ვას­კუ­ლიტს მკურ­ნა­ლობ­და. თუმ­ცა, მსა­ხი­ობს ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი არ სურ­და. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტს სთხო­ვა, რომ მისი სა­უბ­რი­დან ეს მო­ნაკ­ვე­თი ამო­ე­ღო, მაგ­რამ, პი­რი­ქით, მან კატ­ჩე­რის ინ­ტერ­ვიუ სენ­სა­ცი­ად აქ­ცია. ასე შე­ი­ტყო მსოფ­ლი­ომ მსა­ხი­ო­ბის გაქ­რო­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის შე­სა­ხებ.

1652392-1-1703739752.jpg

კატ­ჩე­რი დღემ­დე სა­შინ­ლად იხ­სე­ნებს მისი ცხოვ­რე­ბის იმ რთულ პე­რი­ოდს. ერთ დღეს გა­უ­საძ­ლი­სი შა­კი­კით გა­იღ­ვი­ძა. თუმ­ცა ეშ­ტონს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აწუ­ხებ­და თა­ვის ტკი­ვი­ლი, თა­ვი­დან ამას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­და და იმ დღე­საც, ტრა­დი­ცი­უ­ლად ერთი აბი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მი­ი­ღო, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი არ ცხრე­ბო­და და უფრო და უფრო აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბო­და.

2 კვი­რის შემ­დეგ, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, რის შემ­დე­გაც ექიმ­თან მი­ვი­და. თა­ვი­დან კლი­ნი­კამ ვერ და­უს­ვა კატ­ჩე­რის დი­აგ­ნო­ზი, სა­ნამ და­ა­ვა­დე­ბამ პროგ­რე­სი­რე­ბა არ და­ი­წყო. და­კარ­გა სმე­ნა, მხედ­ვე­ლო­ბა და კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უ­უ­ა­რეს­და, რის შემ­დე­გაც მსა­ხი­ო­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ეშ­ტო­ნი იხ­სე­ნებს, რომ თავ­ბრუხ­ვე­ვის გამო გა­და­ად­გი­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად გა­უ­ჭირ­და, მას მხო­ლოდ გვერ­დზე გა­დაბ­რუ­ნე­ბა შე­ეძ­ლო.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 7 დღის შემ­დეგ კი მსა­ხი­ობს სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვეს ვას­კუ­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზი. აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის ეს იშ­ვი­ა­თი ფორ­მა გავ­ლე­ნას ახ­დენს სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლებ­ზე, რაც იწ­ვევს ან­თე­ბას. იწ­ვევს ორ­გა­ნო­ებ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვას და შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ებ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­ა­ვა­დე­ბა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლინ­და, ამი­ტომ ეშ­ტო­ნის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შან­სი მა­ღა­ლი იყო.

2881331364-70458-1703739818.jpg

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი

ექი­მებ­მა მსა­ხი­ობს უთხრეს, რომ ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლი წე­სით უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, რათა სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბი ბო­ლომ­დე აღ­დგე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ იყო ად­ვი­ლი, რად­გან სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო.

ერთი თვის შემ­დეგ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად, კატ­ჩერ­მა ნორ­მა­ლუ­რად და­ი­წყო მოძ­რა­ო­ბა და მეტ-ნაკ­ლე­ბად მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ტკი­ვი­ლი ახ­ლდა. ასე­თი უმ­წე­ო­ბა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში აგ­დებ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად სურ­და სი­ა­რუ­ლი, შვი­ლებ­თან თა­მა­ში, ცოლ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი და, რა თქმა უნდა, პრო­ფე­სი­ის დაბ­რუ­ნე­ბა.. იხილეთ სრულად

myquiz