ყველაზე მსუბუქი ავტომობილი, რომლის აწევა 2 ადამიანს შეუძლია | Allnews.Ge

ყველაზე მსუბუქი ავტომობილი, რომლის აწევა 2 ადამიანს შეუძლია

ცოტა ხნის წინ, კომპანია Land Rover–მა, იაპონელ მხატვართან მასუმი იამაგუჩთან ერთად, ბაზარზე საკულტო ჯიპის – Land Rover 70–ის დაბრუნება, უნიკალური მეთოდით აღნიშნა.

ჯიპები, როგორც მოგეხსენებათ, არც ისე მსუბუქი ავტომობილია, მაგრამ იაპონელი მხატვრის მიერ შექმნილი მოდელი, — ყველაზე მსუბუქია, ოდესმე შექმნილ ავტომობილებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელია 1:1–ში იმეორებს ლეგენდარულ Land Rover 70–ს, მისი აწევა 2 ადამიანს თავისუფლად შეუძლია. ამის მიზეზი კი ისა არის, რომ ეს ჯიპი მთლიანად სტიროფომისგან (პენოპლასტი) არის დამზადებული. ერთადერთი, რაც მას გასცემს, — ეს ფანჯრებია, ანარეკლების გარეშე და უჩვეულოდ მქრქალი საღებავი.

სხვა ყველაფერი, უმცირეს დეტალებამდე, თითქმის სრულყოფილებამდეა რეპროდუცირებული. ასე, რომ, შორიდან, ის ნამდვილი ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მასუმი იამაგუჩი — გამოცდილი მოქანდაკე, მაგრამ Land Rover 70–ის მოდელი — რა თქმა უნდა, მისი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტია.

myquiz