ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მინიმუმ 12 ქალი და 7 ბავშვია. ჯანდაცვის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და რომ ეს ომის დანაშაულია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.

myquiz