ვარანასი - შოკისმომგვრელი კადრები ინდოეთის მიცვალებულთა ქალაქიდან | Allnews.Ge

ვარანასი - შოკისმომგვრელი კადრები ინდოეთის მიცვალებულთა ქალაქიდან

ბუნების წარმოუდგენელი სილამაზისა და პეიზაჟების, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი კლიმატისა და განვითარებული ცივილიზაციების გარდა, ზოგჯერ შეიძლება სრულიად გაუგებარ და შემზარავ ადგილებსაც გადააწყდეთ. ერთ-ერთი ასეთი - მიცვალებულთა ქალაქი - ვარანასია, რომელიც ინდოეთში მდებარეობს. ყოველი ინდუსი სიცოცხლის დასრულებას და დაწვას სწორედ ვარანასში ოცნებობს, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად გაუგებრად ჟღერს.

2023122010505786669-1703150128.jpg

ქალაქის კრემატორიუმი შესვენებისა და დასვენების დღეების გარეშე მუშაობს, რადგან შეძლებული ინდუსები თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს სწორედ ამ ადგილზე აგზავნიან, ხოლო იმის გასაგებად თუ რატომ აქვს ინდუსებისთვის ამ ადგილს ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა, საჭიროა მათ კულტურას უკეთ გავეცნოთ.

ინდუისტებისთვის, ბუდისტებისა და ჯაინისტებისთვის ის წმინდა ქალაქად ითვლება. ვარანასი - ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია მსოფლიოში და უძველესი ინდოეთში. უძველესი ლეგენდის თანახმად, ის ღმერთმა შივამ დაარსა, რის გამოც მომლოცველთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი ნახვა ინდუიზმის სულიერ წყაროსთან, წმინდა მდინარე განგისთან შეიძლება, რომელიც ოდესღაც მართლაც კრისტალურად სუფთა იყო.

89640649-33ce0916-cc6d-4793-8988-93f5aae30e45-1703150141.jpg

დღეს, განგი საშინელ სანახაობას წარმოადგენს. ინდუსების უმეტესობისთვის გამდინარე წყლის არარსებობის გამო, ხალხი საპნითა და ჩვრით "შეირაღებული" დასაბანად მდინარეზე დადის. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ კანალიზაციისა და პროდუქტების სხვა ნარჩენებიც სწორედ ინდოეთის მთავარ მდინარეში ჩაედინება, ასევე საპატიოდ ითვლება მიცვალებულთა ნეშტის მდინარეში გადაყრაც, ისევე როგორც კრემაციის წინ გარდაცვლილთა წმინდა წყალში განბანვა, რაც საკმაოდ სევდიან სანახაობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კრემატორიუმის მომსახურებით მხოლოდ ღატაკები სარგებლობენ, რომლებსაც რიტუალური ცერემონიისთვის შეშის შესაძენად სამყოფი ფული არ აქვთ. ინდუსების უმეტესობა წლების განმავლობაში ფულს ზოგავს, რათა ის შეშაზე დახარჯოს ანუ თავისი უკანასკნელი საათისთვის. იხილეთ სრულად

myquiz