ისრაელმა ხან იუნისის დიდ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? | Allnews.Ge

ისრაელმა ხან იუნისის დიდ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან იუნისის დიდი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა რუკები, სადაც ქალაქ ხან იუნისის დაახლოებით 20 პროცენტზე ევაკუაციაა მონიშნული.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ბრძოლების დაწყებამდე რეგიონში 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ტერიტორია ასევე მოიცავს 32 თავშესაფარს, სადაც განთავსებული იყო 140 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი.

myquiz