დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი - როგორია ვითარება განსუს პროვინციაში?
ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 111 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ჩინეთის ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.
პროვინციის დედაქალაქი ლანჯოუ ეპიცენტრიდან დაახლოებით 60 მილის დაშორებით მდებარეობს.