რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია მეთიუ პერის გარდაცვალება? - მსახიობის დაღუპვის დეტალები ცნობილი გახდა | Allnews.Ge

რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია მეთიუ პერის გარდაცვალება? - მსახიობის დაღუპვის დეტალები ცნობილი გახდა

სე­რი­ალ "მე­გობ­რე­ბის“ ვარ­სკვლა­ვის მე­თიუ პე­რის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი "კე­ტა­მი­ნის მწვა­ვე ეფექ­ტე­ბი" გახ­და. პრე­პა­რა­ტი დეპ­რე­სი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას TMZ ავ­რცე­ლებს.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლ­ქის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ოფის­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა, რის მი­ხედ­ვი­თაც აღ­მოჩ­ნდა, რომ პერი სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე გა­დი­ო­და კე­ტა­მი­ნის ინ­ფუ­ზი­ურ თე­რა­პი­ას დეპ­რე­სი­ი­სა და შფოთვის­თვის. თუმ­ცა უკა­ნას­კნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რა სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ნივ­თი­ე­რე­ბა ამ­დენ ხანს სის­ხლში ვერ დარ­ჩე­ბო­და, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მსა­ხი­ო­ბი კე­ტა­მინს კურ­სის ფარ­გლებს გა­რეთ, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბი­თაც იღებ­და.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის თქმით, კე­ტა­მი­ნი პე­რის ორ­გა­ნიზ­მში იწ­ვევ­და რო­გორც გულ-სის­ხლძარ­ღვთა გა­და­ჭარ­ბე­ბულ სტი­მუ­ლა­ცი­ას, ასე­ვე სუნ­თქვის დათ­რგუნ­ვას. ექიმ­მა ალ­კოჰო­ლის ან სხვა ნარ­კო­ტი­კე­ბის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. პე­რის სიკ­ვდი­ლის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი იყო დაღ­ლი­ლო­ბა, კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ის და­ა­ვა­დე­ბა და ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბა. "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ოპი­ო­ი­დე­ბის­გან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად“, - ნათ­ქვა­მია მოხ­სე­ნე­ბა­ში.

myquiz