სკანდალი საფრანგეთის სკოლაში: რა მოხდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს ცნობილი იტალიელი მხატვრის ნახატი აჩვენა
საფრანგეთის განათლების მინისტრი პარიზის მახლობლად ჟაკ კარტიეს სკოლას ესტუმრა, სადაც გაკვეთილების დროს შიშველი ქალის ამსახველი კლასიკური ნახატის ჩვენების გამო, რამდენიმე დღეა სკანდალი გრძელდება.
შემთხვევა გაკვეთილზე მოხდა, საჯარო სკოლაში სადაც ბევრი იმიგრანტი მოსწავლე სწავლობს, ფრანგული ენის მასწავლებელმა ბავშვებს იტალიელი მხატვრის ჯუზეპე სეზარის ნახატი "დიანა და აქტეონი" აჩვენათ, რომელშიც ნადირობის ქალწული ქალღმერთი, ისევე როგორც მისი თანმხლები ნიმფები, შიშველად არიან დახატულები. მე-17 საუკუნის ევროპელ მხატვრებს შორის ეს პრაქტიკა საყოველთაოდ იყო მიღებული.
სეზარის ნახატი 1603 წლით თარიღდება და მასში ბერძნული მითოლოგიიდან ერთ-ერთი ეპიზოდია გამოსახული. მითის მიხედვით, ტყეში ნადირობისას აქტეონმა შემთხვევით მობანავე დიანა დაინახა, რის გამოც ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია. ნახატი პარიზის ლუვრის მუზეუმშია ინახება.
ნახატის ჩვენების შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ მას ზურგი აქცია, რადგან, 12-13 წლის ბავშვების თქმით, მსგავსი ნახატების ნახვას მათი რელიგია კრძალავს. მოსწავლეებმა მასწავლებელი ასევე დაადანაშაულეს რასისტულ და ისლამოფობიურ განცხადებებშინ.
მეორე დღეს ერთ-ერთმა მშობელმა სკოლის დირექტორს უჩივლა. ქალის თქმით, მის შვილს საკლასო ოთახში მიმდინარე დისკუსიიის დროს აზრის გამოხატვის უფლება არ მისცეს. მედიის ცნობით, მასწავლებლის სახელი და გვარი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში, რასაც თან ახლდა ინფორმაცია, თითქოს მან მუსლიმებს შეურაცხყოფა მიაყენა. იხილეთ სრულად