"უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ შესაძლოა, კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს"- რას წერს „ბლუმბერგი“?
უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ შესაძლოა, კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს.
სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, რომ ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა, ხეერტ ვილდერსმა, რომლის პარტიამაც ქვეყანაში ბოლო არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა შეამციროს.
გარდა ამისა, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მისმა ორმა პოტენციურმა კოალიციურმა პარტნიორმა, ასევე გამოთქვა ეჭვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან და კიევის დამატებით ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ნიდერლანდები უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.