ზელენსკი ბაიდენს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა? | Allnews.Ge

ზელენსკი ბაიდენს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა?

პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი სიძლიერე მომავალი წლისთვის, ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, 2024 წელს დაგვეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა სამ ელემენტზე, საჰაერო თავდაცვაზე, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე ისაუბრა.

პირველ რიგში, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების და რუსული ლოგისტიკის განადგურების მნიშვნელობას.

”ჩვენი მიზანია საჰაერო ბრძოლაში გამარჯვება, რუსული საჰაერო ბატონობის განადგურება. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვდა ამერიკულ თავდაცვის კომპანიას და მიიღო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაოს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიამ უფრო სწრაფად და ეფექტურად. "უკრაინასა და ამერიკას ერთად შეუძლიათ დემოკრატიის არსენალის გარდაქმნა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მესამე საკითხი, რაზედაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა იყო. მისი თქმით, ბაიდენს განუცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად.

myquiz