GTA VI-ის ტრეილერი YouTube-ზე ნახვების რეკორდს ხსნის | Allnews.Ge

GTA VI-ის ტრეილერი YouTube-ზე ნახვების რეკორდს ხსნის

Grand Theft Auto VI-ის პირველმა ტრეილერმა გაშვებიდან საწყის 24 საათში 93 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და YouTube-ზე აქამდე არსებული რეკორდიც გააუმჯობესა. პლატფორმაზე GTA VI-ის ტრეილერი, Rockstar Games-ის მიერ ნაადრევად, გაჟონვის შედეგად გამოქვეყნდა.

YouTube-ის მონაცემებით, ყველაზე ნახვადი გაშვების გარდა, ტრეილერმა რეკორდი არამუსიკალური ვიდეოდებიუტისთვისაც დაამყარა. პლატფორმის კრეატორებმა GTA VI-სთან დაკავშირებული ვიდეოებით 250 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვეს.

გასულ კვირას პლატფორმა X-ზე მხოლოდ ტრეილერის დაანონსებამ 2 მილიონი მოწონება და 150 მილიონი ნახვა დააგროვა.

myquiz