მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა - რას ამბობენ ექსპერტები ჯაკარტას გადარჩენის ბოლო შანსებზე? | Allnews.Ge

მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა - რას ამბობენ ექსპერტები ჯაკარტას გადარჩენის ბოლო შანსებზე?

ვე­ნე­ცია იძი­რე­ბა, ასე­ვე რო­ტერ­და­მი, ბანგკო­კი და ნიუ-იორ­კი. მაგ­რამ არ­ცერ­თი ად­გი­ლი არ შე­ედ­რე­ბა ჯა­კარ­ტას - ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლაქს გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2030 წლამ­დე აქვს, შემ­დეგ ჯა­ვის ზღვის შე­კა­ვე­ბა გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ინ­დო­ნე­ზი­ის დე­და­ქა­ლა­ქი ჯა­კარ­ტა მი­წისძვრის ზო­ნა­ში, ჭა­ო­ბი­ან ად­გი­ლა­საა აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სარ­თავ­თან 13 მდი­ნა­რე ხვდე­ბა, ამი­ტომ ნი­ა­და­გი უფრო და­უც­ვე­ლია. ამას ემა­ტე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და ცუდი ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა. ქა­ლაქს არ გა­აჩ­ნია მილ­სა­დე­ნის წყლის სის­ტე­მა.

ezgifcom-gif-maker-2023-12-09t115454749-42911-1702121796.jpg

PT Air Bersih Jakarta - ს მფლო­ბე­ლი, კუ ენ­ტო­ნი სა­ლი­მი ქა­ლაქ­ში წყლის მილ­სა­დე­ნებს გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რებს. ამ დრო­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას არ აქვს წვდო­მა მილ­სა­დენ წყალ­ზე, ნაც­ვლად ამი­სა, იყე­ნებს ათა­სო­ბით უკა­ნო­ნო ჭა­ბურ­ღილს - ეს ჭა­ბურ­ღი­ლი კი ანად­გუ­რებს წყალ­სა­ტე­ვებს და ასუს­ტებს მი­წას.

ამ გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია და­ხარ­ჯავს და­ახ­ლო­ე­ბით 1,7 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბი­სა და მილ­სა­დე­ნე­ბის ასა­შე­ნებ­ლად.

„ჯა­კარ­ტას არ აქვს საკ­მა­რი­სი ფული წყლის სის­ტე­მის მარ­ტო მარ­თვის­თვის. ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა კერ­ძო პარტნი­ო­რი, არა მხო­ლოდ წყლის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის ოპე­რი­რე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, არა­მედ უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის“, - ამ­ბობს იუდი ირა­ვა­ნი, PAM Jaya-ს უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რი. იხილეთ სრულად

myquiz