Wall Street Journal- ჯო ბაიდენის პოლიტიკური რეიტინგი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - როგორია დონალდ ტრამპის რეიტინგი? | Allnews.Ge

Wall Street Journal- ჯო ბაიდენის პოლიტიკური რეიტინგი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - როგორია დონალდ ტრამპის რეიტინგი?

Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის პოლიტიკური რეიტინგი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კითხვაზე, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“, რესპონდენტთა 37%-მა დონალდ ტრამპი, 31%-მა კი ჯო ბაიდენი დაასახელა.

ორ კანდიდატს შორის არჩევის შემთხვევაში „რესპუბლიკელების“ ტრამპი 47%-ს, ბაიდენი კი 43%-ს აგროვებს. გამოკითხულთა მხოლოდ 23% ამბობს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა პირადად მათზე დადებითად აისახა, 53% კი აცხადებს, რომ ბაიდენის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ისინი დააზარალა. აისახა. გამოკითხვის ფარგლებში The Wall Street Journal-მა 29 ნოემბერსა და 4 დეკემბერს შორის პერიოდში 1500 დარეგისტრირებული ამომრჩეველი გამოკითხა.

myquiz