ვრცელდება კადრები, სადაც ძირს დაყრილი, ნახევრად გაშიშვლებული პალესტინელები ჩანან- რას წერს BBC? | Allnews.Ge

ვრცელდება კადრები, სადაც ძირს დაყრილი, ნახევრად გაშიშვლებული პალესტინელები ჩანან- რას წერს BBC?

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.

BBC კადრებს ავრცელებს, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაკავებული პალესტინელები ჩანან.

BBC წერას, რომ ვიდეომასალა ავთენტურია და მასში ათობით პალესტინელი მებრძოლია ნაჩვენები, რომლებიც ღაზას სექტორში, ბეით ლაჰიაში დააკავეს. კადრებში ძირს დაყრილი, ნახევრად გაშიშვლებული პალესტინელები ჩანან, რომლებიც IDF-ის ჯარისკაცებიტ არიან გარშემორტყმულნი.

yn76gomrvzmt7mi3gz2rz43epu-1702107387.jpg

131957051-p0gydl5l-1702107394.jpg

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი სახლი გახდა.

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამხედროებს კიდევ 3-4 კვირა სჭირდებათ ხან იუნისში სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად და ამის შემდეგ ანალოგიური დრო, რათა „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში ომის პირველი ეტაპი დაასრულონ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომს 1 200-მდე ისრაელელი და 17 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

myquiz