ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად კამბოჯაში გადადის - რატომ მიიღო ჰოლივუდის მსახიობმა აღნიშნული გადაწყვეტილება? | Allnews.Ge

ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად კამბოჯაში გადადის - რატომ მიიღო ჰოლივუდის მსახიობმა აღნიშნული გადაწყვეტილება?

ანჯელინა ჯოლიმ ინტერვიუში ბრედ პიტის დაშორების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ როცა განქორწინების საქმე დასრულდება, ლოს-ანჯელესის დატოვებას და საცხოვრებლად კამბოჯაში გადასვლას აპირებს.

ჯოლიმ თავისი პირველი შვილი, მედოქსი, სწორედ კამბოჯაში იშვილა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაც დააარსა, რის გამოც მსახიობს 2005 წელს კამბოჯას მოქალაქეობა მიენიჭა და იქ სახლიც აქვს.

"თავს კარგად არ ვგრძნობ. ასე მგონია, რომ უკვე წლებია, საკუთარი თავი დავკარგე. განქორწინების შემდეგ ბავშვების მეურვეობის გაყოფის გამო იმდენად თავისუფლად ვეღარ ვმოგზაურობ და ვცხოვრობ, მაგრამ ვგეგმავ, რომ როგორც კი შევძლებ, საცხოვრებლად კამბოჯაში გადავიდე", — აღნიშნავს მსახიობი.

ჯოლი ამბობს, რომ ლოს-ანჯელესში სოციალური ცხოვრება ფაქტობრივად არ აქვს, რადგან მედიამ მისი ყოველი ნაბიჯი იცის. მისი თქმით, დღესდღეობით ცნობილი ადამიანების ცხოვრება მთლიანად საჯაროა და პირადი სივრცის ქონის უფლებას არ გიტოვებს, რის გამოც, კარიერას ახლა რომ იწყებდეს, მსახიობი არ გახდებოდა.

myquiz