ილჰამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა | Allnews.Ge

ილჰამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

myquiz