ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო- რატომ დაიძაბა ვითარება ლათნურ ამერიკაში? | Allnews.Ge

ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო- რატომ დაიძაბა ვითარება ლათნურ ამერიკაში?

ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრაზილიის მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდგე გადადგა, რაც ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანას ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ქვეყნის არმია სრულ სამხედრო მზადყოფნაშია და რეგიონში მშვიდობას დაიცავენ. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ვენესუელასა და გაიანას შორის დავის საგანს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენს.

ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი.

myquiz