ისრაელის შეიარაღებული ძალების ტანკები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში შევიდნენ - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან | Allnews.Ge

ისრაელის შეიარაღებული ძალების ტანკები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში შევიდნენ - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალების ტანკები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისთან იმყოფებიან. სამშვიდობო ზავის ამოწურვის შემდეგ ისრაელმა სამხედრო მოქმედებები ღაზას სამხრეთ რეგიონშიც გააგრძელა.

ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, მათი მიზანია „ჰამასის“ განადგურებაა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ხან-იუნისის საავადმყოფოებში „ქაოტური“ სიტუაციაა და პაციენტები შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ისრაელს მოუწოდებს რეგიონში სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს, რადგან კონფლიქტმა, შესაძლოა, ასობით ადამიანის სიკვდილი და იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს.

myquiz