ისრაელმა ერთი წლით ადრე იცოდა "ჰამასის" თავდასხმის გეგმის შესახებ - რა ეწერა საიდუმლო დოკუმენტებში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება "იერიხონის გეგმას" ისრაელში?
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა "ჰამასის" გეგმის შესახებ, რომელიც ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმას გულისხმობდა, ერთი წლით ადრე იცოდნენ, - ამის შესახებ New York Times წერს. გამოცემის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და მოიპოვეს საიდუმლო დოკუმენტები.
New York Times-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო დაზვერვას ჰქონდა 40-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი "ჰამასის" ფართომასშტაბიანი თავდასხმის გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 1200 ადამიანი დაიღუპა.
დოკუმენტი დაზვერვის წრეებში კოდური სახელწოდებით - "იერიხონის კედელი“ ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ იქ არ იყო თავდასხმის შესაძლო თარიღი დაკონკრეტებული, მაგრამ განსაზღვრული იყო ზუსტი პუნქტები და ობიექტები, რომლებზეც იგეგმებოდა შეტევა.
დოკუმენტში აღწერილი იყო ის იარაღი, რაკეტები დრონები, სისტემები, რომლითაც თავდასხმა განხორციელდებოდა, ასევე საუბარი იყო "ჰამასის" მებრძოლებზე, რომლებიც ისრაელის მხარეს გადავიდოდნენ პარაპლანით, მანქანითა და ფეხით.
როგორც New York Times-ი წერს, ისრაელის შიდა სამხედრო შეფასება ამ გეგმის მიმართ ასეთი გახლდათ - შეუძლებელი გაირკვეს, ეს გეგმა არის თუ არა მიღებული და დამტკიცებული "ჰამასის" ლიდერების მიერ. ასევე, შეუძლებელია გაირკვეს, ეს გეგმა რეალობაში რამდენად "იმუშავებს". იხილეთ სრულად