ჩინეთში ვირუსული აფეთქების შემდეგ, ბავშვებში პნევმონიის შემთხვევები იზრდება აშშ-სა და ნიდერლანდებშიც - ჯანმო ჩინეთისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს
მასაჩუსეტსი აშშ-ს მეორე შტატი გახდა, რომელმაც ბავშვთა პნევმონიის შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება. თავდაპირველად ვირუსული აფეთქება დაფიქსირდა ჩინეთში და შემთხვევბი იზრდება ნიდერლანდებშიც.
"რესპირატორული ვირუსების სეზონია და ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. მოჰყავთ ბავშვები ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით, ხველებით, ცხვირიდან გამონადენით, ციებ-ცხელებით",- განაცხადა ჯონ კელიმ, რედვუდის პედიატრიული კლინიკის ექიმმა.
"გვაშფოთებს, რომ ეს ქვედა რესპირატორული ინფექციებს გიწვევს და საბოლოოდ ფილტვებშიც ვრცელდება".
ჯონ კელის თქმით, პაციენტების უმეტესობა რამდენიმე დღეში უმჯობესდება, მაგრამ არის გართულებისა და გარდაცვალების შემთხვევებიც. იხილეთ სრულად