აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მომიტინგემ ისრაელის საკონსულოს წინ თავი დაიწვა
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მომიტინგემ ისრაელის საკონსულოს წინ თავი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ატლანტის პოლიცია ავრცელებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო უკიდურესი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის აქტი. გვჯერა, რომ შენობა უსაფრთხოდ რჩება და აქ სხვა საფრთხეს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ატლანტის პოლიციის უფროსმა, დარინ შირბაუმმა.
ქალაქ ატლანტის პოლიციის ცნობით, მომიტინგე, რომელსაც თან პალესტინის დროშა ჰქონდა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. სიტუაციის განეიტრალების დროს საკონსულოს დაცვის თანამშრომელიც დაშავდა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობს.