კრიშტიანუ რონალდუ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს? | Allnews.Ge

კრიშტიანუ რონალდუ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს?

პორ­ტუ­გა­ლი­ელ ფეხ­ბურ­თელს, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს სა­სა­მარ­თლო დავა ელო­დე­ბა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემდთხვე­ვა­ში კი 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კრიშ­ტი­ა­ნუს ცრუ და­პი­რე­ბე­ბის გამო, მათ ისე­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­დეს, რო­მელ­მაც თან­ხე­ბი და­ა­კარ­გვი­ნათ. ისი­ნი მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის სა­ნაც­ვლოდ, ფეხ­ბურ­თე­ლის­გან $1 მი­ლი­არ­დზე მეტს ითხო­ვენ.

bored-ape-nft-staking-program-1701418671.png

საქ­მე ისაა, რომ მსოფ­ლი­ო­ში კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ყვე­ლა­ზე დიდ­მა ბირ­ჟამ, Binance-მა 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში რო­ნალ­დუს­თან პარტნი­ო­რო­ბით "CR7"-ის სა­ხელ­წო­დე­ბით ახა­ლი NFT გა­მო­უშ­ვა. ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო.

პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში რო­ნალ­დუ ამ­ბობ­და, რომ მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი "CR7"-ის შე­ძე­ნით NFT-ის სამ­ყა­როს შეც­ვლიდ­ნენ და ფეხ­ბურ­თი ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებ­და. იხილეთ სრულად

myquiz