სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცეში შესვლაზე უარი უთხრა - მიზეზი ბორტზე მარია ზახაროვას ყოფნაა - ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე მაინც ჩავიდა | Allnews.Ge

სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცეში შესვლაზე უარი უთხრა - მიზეზი ბორტზე მარია ზახაროვას ყოფნაა - ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე მაინც ჩავიდა

სერ­გეი ლავ­რო­ვი ეუთო-ს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე სხვა მარ­შრუ­ტით გაფ­რინ­და, ბულ­გა­რეთ­მა თა­ვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში მა­რია ზა­ხა­რო­ვას შეშ­ვე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო ТАСС ავ­რცე­ლებს.

"რო­გორც სა­ა­გენ­ტომ შე­ი­ტყო, ბულ­გა­რულ­მა მხა­რემ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თვითმფრი­ნა­ვის გა­დაფ­რე­ნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რად­გან ბორტზე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა იმ­ყო­ფე­ბო­და“, - წერს რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო.

სერ­გეი ლავ­რო­ვი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არის, სკო­პი­ე­ში უკვე ჩა­ვი­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ სკო­პი­ე­ში ეუთო-ს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი და­ი­წყო.

myquiz