ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო | Allnews.Ge

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო.

მინისტერიალში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. სკოპიეში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.

მინისტერიალს პროტესტის ნიშნად არ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო.

უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ ბალტიის ქვეყნები და სკოპიეში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არ იღებენ.

ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მინისტერიალი 1 ნოემბერს დასრულდება.

myquiz