სკანდალი ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის გარეშემო: რატომ გაექცა მშობლებს ფლორიდაში და რის გამო აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვას?
ისრაელის პრემიერის ვაჟი 7 ოქტომბრის მოვლენებში ქვეყნის თავდაცვის ძალებს ადანაშაულებს - ვინ არის იაირ ნეთანიაჰუ და რა როლი აქვს მას მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაჟიშვილმა, იაირ ნეთანიაჰუმ თავის "ტელეგრამზე“ გაავრცელა პოსტი, სადაც 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმაში ქვეყნის თავდაცვას, შინ ბეთსა და უმაღლეს სასამართლოს ადანაშაულებს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
იაირ ნეთანიაჰუმ, რომელიც მაიამიში მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და ისრაელის ომის მიუხედავად კვლავაც იქ რჩება, გააზიარა კლიპი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა უმაღლესმა სასამართლომ უსაფრთხოების ზომები და ინსტრუქციები ღაზას სექტორის საზღვარზე ცეცხლის გახსნის შესახებ.კლიპში წარმოდგენილი იყო ვიდეო კოჰელეთის პოლიტიკის ფორუმიდან, კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრიდან, რომლის იდეებმაც მთავრობის სადავო სასამართლო პროგრამის იდეოლოგიური საფუძველი შეცვალა. იაირმა ასევე გააზიარა 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "კანში“ გასული სიუჟეტიდან სქრინი, სადაც ამბობდნენ: "შინ ბეთისა და თავდაცვის ძალების გზავნილი პოლიტიკურ ეშელონს: ღაზას სექტორში მშვიდობის შესანარჩუნებლად - ეკონომიკური ოპერაციები, რადგან ღაზამ უნდა იარსებოს".
თავის 14 ათას გამომწერს პრემიერ-მინისტრის შვილმა ასევე გაუზიარა სათაური მე-12 არხის მოხსენებიდან მოთვალთვალე ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც აფრთხილებდნენ „ჰამასის“ გეგმების შესახებ ღაზას საზღვარზე თავდასხმამდე თვეებით ადრე, მაგრამ მეთაურებმა ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდეს. იხილეთ სრულად