ვინ არის "ჰამასის" ყველაზე პატარა მძევალი - 10 თვის ისრაელელი ბიჭი, რომელსაც დაჯგუფება ზავის გასაგრძელებლად იყენებს | Allnews.Ge

ვინ არის "ჰამასის" ყველაზე პატარა მძევალი - 10 თვის ისრაელელი ბიჭი, რომელსაც დაჯგუფება ზავის გასაგრძელებლად იყენებს

"ჰა­მა­სის" მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მძე­ვა­ლი, 10 თვის ის­რა­ე­ლე­ლი ბიჭი, პა­ლეს­ტი­ნის სხვა ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას გა­დას­ცეს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სპი­კერ­მა, ავა­ცაი ად­რე­იმ ორ­შა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ ბი­ბა­სის ოჯა­ხი - მათ შო­რის, 10 თვის კფი­რი, მისი 4 წლის ძმა არი­ე­ლი და მათი მშობ­ლე­ბი ქა­ლაქ ხან იო­ნის­ში არი­ან და­ტყვე­ვე­ბუ­ლი.

"ჰა­მა­ი­სის“ ტყვე­ო­ბა­ში არი­ან 1 წლამ­დე ასა­კის ჩვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც დღის სი­ნათ­ლე 50 დღე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ხავთ. "ჰა­მა­სი“ მათ ნა­დავ­ლი­ვით ექ­ცე­ვა და ზოგ­ჯერ ღა­ზის სექ­ტორ­ში მდე­ბა­რე სხვა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­დას­ცემს“, - წერს ავა­ცაი ად­რეი.

ezgifcom-webp-to-jpg-2023-11-28t170104202-61296-1701181464.jpg

ბი­ბა­სე­ბის ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი იმ 240 მძე­ვალს შო­რის იყო, რომ­ლე­ბიც "ჰა­მა­სმა" 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს აიყ­ვა­ნა.

ორ­შა­ბათს, ის­რა­ე­ლი და "ჰა­მა­სი" შე­თან­ხმდნენ, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ე­ბი­თი ზავი კი­დევ ორი დღით გა­ხან­გრძლივ­დე­ბო­და - რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი ორ­დღი­ა­ნი მშვი­დო­ბის სა­ნაც­ვლოდ კი­დევ 20 მძე­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

ხან იუ­ნი­სი, სა­დაც ბი­ბა­სე­ბის ოჯა­ხი იმ­ყო­ფე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­რა­ე­ლის სა­მიზ­ნე იქ­ნე­ბა ზა­ვის ამო­წურ­ვის შემ­დეგ. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "ჰა­მა­სმა" ჩვი­ლი გა­მიზ­ნუ­ლად გა­და­იყ­ვა­ნა ქა­ლაქ­ში, რო­გორც ზა­ვის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ambebi.ge

myquiz