"ჰამასმა" კიდევ 11 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 2 დღით გახანგრძლივდა | Allnews.Ge

"ჰამასმა" კიდევ 11 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 2 დღით გახანგრძლივდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად ღაზას სექტორი კიდევ 11-მა ისრაელელმა მძევალმა დატოვა. BBC წერს, რომ მათ შორი 3 წლის ტყუპი ბავშვებიც არიან. საერთო ჯამში, მძევლების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 50-ზე მეტი ისრაელელი გაათავისუფლა.

საპასუხოდ ისრაელმა ბოლო 24 საათში საპატიმროებიდან 33 პალესტინელი არასრულწოვანი და ქალი გაათავისუფლა. ამასთან, ორშაბათს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დაკვებით, საწვავითა და სამედიცინო საშუალებებით დატვირთული სავორთოები შევიდა.

მედია წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ კატარის შუამავლობით მიღწეული 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 2 დღით გაახანგრძლივონ.

myquiz