9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, "ჰამასის" ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია - მამა-შვილის შეხვედრის პირველი კადრები
9 წლის ემილი ჰენდი, რომელიც ისრაელზე "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეცდომით გამოაცხადეს გარდაცვლილად, რეალურად დაჯგუფების ტყვეობაში იყო და ის ახლა თავისუფალია. გოგონა უკვე მამასთან ერთადაა.
ემილიმ თავისი მეცხრე დაბადების დღე ტერორისტების საიდუმლო ბუნკერში გაატარა, სადაც მასთან ერთად, სხვა ირაელელი მძევლებიც იმყოფებოდნენ.
25 ნოემბერს, გვიან ღამით,. ემილი 13 სხვა გატაცებულთან ერთად, ისრაელში დაბრუნდა. თავისუფალია ასევე ემილის მეგობარი, ჰილა როტემიც, რომელიც ასევე "ჰამასისი" ტყვეობაში იყო.
"ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით ამ მომენტს. ყოველი დღე იყო ძალიან გრძელი, მტკივნეული კოშმარი. ჩემი ემილი საბოლოოდ სახლშია, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი", - თქვა თომას ჰენდმა ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში. გოგონას გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე. მამა ამბობდა, რომ ემილის სახლში დახვდება თავისი საყვარელი ძაღლი, ჯონსი და სათამაშოები "მას ექნება საუკეთესო დაბადების დღე, რაც კი ოდესმე ჰქონია".
”არ ვიცი, რა გაუკეთეს მათ ჩემს პატარა გოგონას. მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ძაღლი ჩემს ქალიშვილთან შეხვედრაზე ყოფილიყო და ჩემდა გასაკვირად, IDF დათანხმდა", - თქვა კაცმა.
თითქმის ერთი თვის განმავლობაში ემილი გარდაცვლილად ითვლებოდა, მხოლოდ 5 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გოგონა ცოცხლად გაიტაცეს "ჰამასის" ბოევიკებმა და მძევლად აიყვანეს. იხილეთ სრულად