"ჰამასის" დამფუძნებლის შვილი, რომელიც ტერორისტებს განუდგა - მოსაბ იუსეფის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და მთავარი როლი მამის დაპატიმრებაში
"ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიურ დაჯგუფებაზე, რომელიც არ ცნობს პოლიტიკურ საზღვრებს და სურს გაანადგუროს მთელი რასა, რათა ააშენოს ისლამური სახელმწიფო. არ ვიცი კიდევ რა უნდა ვთქვა ამაზე და არც ის ვიცი, რატომ ვერ ხვდება ამას ყველა“ - ეს სიტყვები მოსაბ ჰასან იუსეფს, "ჰამასის" თანადამაარსებლის, ჰასან იუსეფის შვილს გაეროში გამოსვლის დროს ეკუთვნის.
"მამაჩემი არის "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. მე იქ ვიყავი, როდესაც "ჰამასი" დაიბადა - მე ვიყავი მის დაბადებამდე და როგორც უკვე ვთქვი, მისი სიკვდილის შემდეგაც იქ ვიქნები", - განაცხადა მან გამოსვლისას, რასაც გაეროს დელეგატების აპლოდისმენტები მოჰყვა."მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი. მე არავისთვის ვმუშაობ, მხოლოდ ჩემს თავს წარმოვადგენ და ამ უფლებამოსილებით ვლაპარაკობ. „ჰამასი“ დანაშაულს სჩადის ამ თაობის და მომავალი თაობების წინააღმდეგ, ამიტომ ისრაელის დადანაშაულება პრობლემას ვერ მოაგვარებს“, - განმარტა იუსეფმა.
ვინ არის მოსაბ ჰასან იუსეფი?
იუსეფი ტერორისტულ დაჯგუფებას 90-იანი წლების ბოლოს გამოეყო და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებთან ფარულად დაიწყო მუშაობა. მის ანგარიშზე "ჰამასის" რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის გამოვლენა და თავიდან აცილებაა.
იუსეფი მუშაობდა ისრაელის კონტრდაზვერვასთან და მოსადს სხვადასხვა ოპერაციებში ეხმარებოდა - მათ შორის საკუთარი მამის, "ჰამასის" თანადამფუძნებლის შეიხ ჰასან იუსეფის დაპატიმრებაში.
"10 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და უკვე არ ვემორჩილებოდი „ჰამასს“, დაჯგუფების უმაღლესმა ლიდერმა დამაკავა. მამაჩემი იმ დროს ციხეში იყო და ამ ლიდერს ეგონა, რომ ის მმართავდა. ეს არის მათი დისციპლინა. სწორედ ასეთი უნდოდათ, რომ გავმხდარიყავი... მათნაირი მოძალადე“, - იხსენებს იუსეფი.
2010 წელს მან ავტობიოგრაფია სახელწოდებით "ჰამასის ძე“ გამოუშვა.
ამჟამად 45 წლის იუსეფი ცდილობს "ჰამასის" გენოციდური სიკვდილის კულტის ნამდვილი სახე გამოავლინოს. იუსეფი უკვე დიდი ხანია საჯაროდ საუბრობს თავის გამოცდილებაზე, ციხეში გატარებულ პერიოდსა და ეტაპზე, როგორ გახდა ისრაელის დამცველი. 2014 წელს იუსეფი დოკუმენტური ფილმის, მწვანე პრინცის“ მთავარი პერსონაჟი გახდა. იხილეთ სრულად