თავისუფლება 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ - "ჰამასის" მიერ გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის 4 ბავშვი და 77 წლის ქალია | Allnews.Ge

თავისუფლება 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ - "ჰამასის" მიერ გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის 4 ბავშვი და 77 წლის ქალია

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ 13 გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლის სია, რომ­ლე­ბიც წი­თე­ლი ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით დღეს დაბ­რუნ­დნენ სამ­შობ­ლო­ში. მათ შორი 4 ბავ­შვი და 72-დან 85 წლამ­დე ასა­კი 6 ქა­ლია.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის არის 77 წლის ჰანა კა­ცი­რი, რო­მე­ლიც სამი დღის წინ "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა, ისი­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თით­ქოს ისი­ნი მზად იყ­ვნენ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნიშ­ნით გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ კა­ცი­რი, მაგ­რამ ის­რა­ე­ლის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბის გამო, ეს არ მოხ­და და კა­ცი­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

hanaaaa-78342-1700851859.jpg

f-tpoyeacaeksel-1-78379-1700851884.jpg

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დედა-შვი­ლი და­ნილ ალო­ნი და ამე­ლია

მარ­გა­ლიტ მო­ზე­სიგა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს შო­რის არის ადი­ნა მოშე, რომ­ლის მე­უღ­ლე და­ვი­დი 7 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტებ­მა ქალი კი გა­ი­ტა­ცეს.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუს ოფის­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ე­სალ­მე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას. პრე­მი­ე­რის ოფის­მა გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც 13 გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძე­ვა­ლი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

"ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­აბ­რუ­ნებს ყვე­ლა მძე­ვალ­სა და და­კარ­გულ ადა­მი­ანს. ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უკვე გა­ი­ა­რეს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და ოჯა­ხებს ეც­ნო­ბათ მათი დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ“, - ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­მი­ე­რის ოფის­ში ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ტა­ი­ლან­დის 10 და ფი­ლი­პი­ნე­ბის 1 მო­ქა­ლა­ქეც გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

myquiz