ისტორია “შავი პარასკევის“ მიღმა - როგორ იქცა კრიზისის აღმნიშვნელი ტერმინი ერთგვარ დღესასწაულად | Allnews.Ge

ისტორია “შავი პარასკევის“ მიღმა - როგორ იქცა კრიზისის აღმნიშვნელი ტერმინი ერთგვარ დღესასწაულად

“შავი პარასკევის“ კვირეული დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წლის განსაკუთრებულ პერიოდად ითვლება, როდესაც ტექნიკის, ტანისამოსის თუ სხვა სასურველი ნივთების შეძენა 70%-იანი და მეტი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

მოსახლეობის ნაწილი “შავი პარასკევისთვის“ განსაკუთრებულად ემზადება, მთელი წელი აგროვებს ფულს ან, მაგალითად, აშშ-ში სასურველ მაღაზიებთან რიგს წინა დღით იკავებენ - ეს არის გარანტი იმისა, რომ ძვირფას ბრენდს მეათედ ფასად შეიძენენ.

თუმცა საინტერესოა, სინამდვილეში რა ისტორია იმალება ამ ცნობილი სლოგანის მიღმა, საიდან და როგორ დამკვიდრდა “შავი პარასკევი"?

stampede-1700812113.jpg

ისტორია

“შავი პარასკევი“ არის დღე, რომელიც შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს მოსდევს.

ზოგადად, ეს კონკრეტული დღე განიხილება, როგორც საშობაო სავაჭრო სეზონის დასაწყისი. თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში “შავი პარასკევი“ შესაძლოა, ცოტა ადრე დაიწყოს და უფრო ხანგრძლივი პერიოდი მოიცვას. მისი არსი კი პროდუქციის მასიური „ჩამოფასებაა“.

ისტორიის მიხედვით, ტერმინი "შავი პარასკევი“ პირველად არა სადღესასწაულო შოპინგს, არამედ ფინანსურ კრიზისს უკავშირდებოდა.

1869 წლის 24 სექტემბერს, აშშ-მ ოქროს ბაზრის იქამდე არნახული კრახი განიცადა. ეს გამოიწვია უოლ სტრიტის ორი ცნობილი ფინანსისტის, ჯეი გოლდისა და ჯიმ ფისკის ერთობლივმა ჩანაფიქრმა. იხილეთ სრულად

myquiz