ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწტვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა- რას მოიცავს დროებითი ზავი? | Allnews.Ge

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწტვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა- რას მოიცავს დროებითი ზავი?

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწტვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება ყატარის შუამავლობით მოხერხდა. BBC-ის ინფორმაციით, დროებით ზავი ქვეყნებს შორის პარასკევს დილიდან ამოქმედდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ყატარის შუამავლობით მძევლების ნაწილის გაცვლა პარასკევს დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

იქამდე კი ღაზას სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გარკვეული დაპირისპირებები მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს. სააგენტო AFP-ის ცნობით, ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორ აბუ სალმიასთან ერთად დაკავებულია რამდენიმე ექიმიც. ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.

myquiz