როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს სტალინის შვილიშვილი, რომელსაც დიდი წინაპრის შესახებ არაფერი აინტერესებს | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს სტალინის შვილიშვილი, რომელსაც დიდი წინაპრის შესახებ არაფერი აინტერესებს

სტალინის საყვარელ ქალიშვილს სვეტლანა ალილუევას მეტსახელად "კრემლის პრინცესასაც" უწოდებდნენ.

ყველასთვის ცნობილია, რომ 16 წლის სვეტლანა ალილუევას 38 წლის დრამატურგი ალექსეი კაპლერი შეუყვარდა. ბელადმა გაიგო და ქალიშვილს სილა გააწნა: "მეძავო! შენი კაპლერი კი ინგლისელი ჯაშუშია!" ალექსეი ვორკუტის ბანაკში გაამწესეს ხუთი წლით, მერე კიდევ ხუთი წლით - ინტაში, კომიში.

მოგვიანებით სვეტლანამ ისევ "მცდარი არჩევანი" გააკეთა და 18 წლისა გრიგორი მოროზოვს გაჰყვა ცოლად. 1945 წლის მაისში გაუჩნდათ მათ ვაჟი იოსები.

მაგრამ სტალინმა მაინც დააშორა ქალიშვილი სიძესთან და აიძულა, გაჰყოლოდა ცეკას მდივნის ვაჟს იური ჟდანოვს. 1950 წელს წყვილს გაუჩნდა შვილი ეკატერინე. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა. სვეტა მაშინვე გაეყარა ქმარს, 13 წლის შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა და განვლილი წლების სამუდამოდ დავიწყება გადაწყვიტა. "იქ გაიცნო მამაჩემი, არქიტექტორი უილიამ პიტერსი. 1970 წელს იქორწინეს და სამ წელიწადში მე დავიბადე. ოლგა დამარქვეს, მაგრამ არასდროს მომწონდა ეს სახელი და მერე შევიცვალე", - ჰყვება მისი ქალიშვილი კრისი.

2-1700641547-1700716406.jpeg

სვეტლანა ალილუევა

სვეტლანას ქალიშვილს კრის ევანსს თავდაპირველად ოლგა დაარქვეს, მაგრამ გოგონამ სახელი შეიცვალა და აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აირჩია, ქადაგებს ბუდიზმს და ვიზუალურადაც განსხვავებულად გამოიყურება.

ხშირად წერენ, რომ სად პანკის სტილის ამერიკელი ქალი და სად სტალინი - თუ კრის ევანსის ცხოვრებას შევხედავთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის იმ ადამიანის მემკვიდრეა, რომელსაც უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა.

სამაგიეროდ, კრისს გავლენიანი წინაპრის შესახებ არაფერი აინტერესებს. არ საუბრობს რუსულად, ცხოვრობს ისე, როგორც თავად მოსწონს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ტრაილერით იმოგზაურა. ტრაილერში პატარა საცხოვრებელი სივრცე ჰქონდა მოწყობილი და ეს სავსებითაც აკმაყოფილებდა.

3-1700641577-1700716425.jpeg

კრის ევანსი

საინტერესოა, რომ 1966 წელს სვეტლანა ალილუევა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და არქიტექტორ უილიამ პიტერზე დაქორწინდა. ქალისთვის ეს რიგით მეხუთე ქორწინება იყო. ამ ქორწინებიდან მას ოლგა შეეძინა, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემდგომში სახელი გადაიკეთა.

თუმცა, სვეტლანა ქმარმა მიატოვა, ამიტომაც შვილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დაიწყო. ერთხანს ლონდონში დასახლდა, შვილი კი კემბრიჯის კოლეჯში გააგზავნა სასწავლებლად. იხილეთ სრულად