შაკირამ სა­ხელ­მწი­ფოს $27 მი­ლი­ო­ნი უნდა გა­და­უ­ხა­დოს - რას ედავება ბარსელონას პროკურატურა ცნობილ მომღერალს? | Allnews.Ge

შაკირამ სა­ხელ­მწი­ფოს $27 მი­ლი­ო­ნი უნდა გა­და­უ­ხა­დოს - რას ედავება ბარსელონას პროკურატურა ცნობილ მომღერალს?

კო­ლუმ­ბი­ე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის, შა­კი­რას წი­ნა­აღ­მდეგ გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პრო­ცე­სი დას­რულ­და. ბარ­სე­ლო­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ორ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მომ­ღე­რა­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას აღი­ა­რებს და ჯა­რი­მას სრუ­ლად გა­და­იხ­დის. ამით შა­კი­რამ თა­ვი­დან აი­ცი­ლა სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვა, რაც დღე დღე­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო.

ეს­პა­ნე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის მტკი­ცე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­ღე­რალ­მა 2012-2014 წლებ­ში პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის შე­სა­ბა­მი­სად და­კის­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი არ და­ფა­რა და ეს თან­ხა დღეს 15,6 მლნ დო­ლარს შე­ად­გენს. სა­სა­მარ­თლომ, შაკ­რას, და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სრუ­ლად გა­დახ­დას­თან ერ­თად, და­მა­ტე­ბით ჯა­რი­მის გა­დახ­დაც და­ა­კის­რა. მან სა­ხელ­მწი­ფოს ჯამ­ში $27 მი­ლი­ო­ნი უნდა გა­და­უ­ხა­დოს.

პრო­კუ­რო­რე­ბი მომ­ღერ­ლის­თვის 8 წელ­ზე მეტი ხნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­დნენ, მაგ­რამ შა­კი­რა ცი­ხის ნაც­ვლად, ჯა­რი­მის გა­დახ­დას და­თან­ხმდა. კო­ლუმ­ბი­ელ­მა მომ­ღე­რალ­მა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ ოჯახ­ში სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურ­და:

"ორი ვა­რი­ან­ტი მქონ­და, ან ბო­ლომ­დე უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ბრძო­ლა ან დავ­თან­ხმე­ბო­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­ში და­მე­ტო­ვე­ბი­ნა".

წყა­რო: cnn

myquiz