თურქული სატვირთო გემი, რომელზედაც 12 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა | Allnews.Ge

თურქული სატვირთო გემი, რომელზედაც 12 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა

თურქული სატვირთო გემი, რომელზედაც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქარიშხლის დროს ჩაიძირა, - ინფორმაციას Reuters-ი ქ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა.

„როცა არახელსაყრელი ამინდის პირობები გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს.

myquiz