ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" გვირაბი აღმოაჩინეს, საავადმყოფოში კი პაციენტებისთვის არც ჟანგბადი და აღარც წყალია - რა ხდება ღაზის ყველაზე ცხელ წერტილში | Allnews.Ge

ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" გვირაბი აღმოაჩინეს, საავადმყოფოში კი პაციენტებისთვის არც ჟანგბადი და აღარც წყალია - რა ხდება ღაზის ყველაზე ცხელ წერტილში

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ ღა­ზა­ში, ალ-ში­ფას სა­ა­ვად­მყო­ფოს კომ­პლექსში ოპე­რა­ცი­უ­ლი გვი­რა­ბის შახ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე “ჰა­მა­სის“ გვი­რა­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­მო­აშ­კა­რავ­და“, - ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"ჰა­მა­სი“ ის­რა­ე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს და მას ალ-ში­ფას სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­სის შე­სა­ხებ "ცრუ სცე­ნა­რე­ბის, შე­თი­თხნი­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი­სა და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის" გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღა­ზის სექ­ტო­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თქმით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ახლა ჟანგბა­დი და წყა­ლი ამო­ე­წუ­რა. "პა­ცი­ენ­ტე­ბი წყურ­ვი­ლის­გან ყვი­რი­ან", - ამ­ბობს მუ­ჰა­მედ აბუ სალ­მია. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პი­რო­ბე­ბი "ტრა­გი­კუ­ლია". სალ­მი­ას თქმით, ალ-ში­ფას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 650-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი, 500 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და 5000 დევ­ნი­ლი იყო.

gaza2-40210-1700208350.jpeg

დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი კვლავ მოძ­რა­ო­ბენ კლი­ნი­კის შიდა სივ­რცე­ში. ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოპე­რა­ცია "ჰა­მა­სის" წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და "ფრთხი­ლი, მე­თო­დუ­რი გზით". თუმ­ცა BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, რუშ­დი აბუ ალი­ფი, რო­მე­ლიც ჩარ­ჩე­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამ­ბობს, რომ ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი ყველ­გან არი­ან და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­ვრი­ან.

სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, აბუ სალ­მი­ას თქმით, ის­რა­ე­ლელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა აა­ფეთ­ქეს ალ-ში­ფას მთა­ვა­რი წყლის ხაზი. "ყველ­გან ის­ვრი­ან, ერთი შე­ნო­ბი­დან მე­ო­რე­ში ვე­რა­ვინ გა­და­დის, ჩვენ დავ­კარ­გეთ კო­მუ­ნი­კა­ცია კო­ლე­გებ­თან", - თქვა მან. იხილეთ სრულად

myquiz