"უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა" - დაღულთა ვინაობა ცნობილია | Allnews.Ge

"უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა" - დაღულთა ვინაობა ცნობილია

"ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა, 9 კი და­იჭ­რა.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა­გან სა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის დროს ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის ორი მებ­რძო­ლი, რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა და ბექა ლო­მაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა.

დაჭ­რი­ლია ცხრა მებ­რძო­ლი, მათ­გან სა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი სამ­ძი­მარს უცხა­დებს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. დი­დე­ბა გმი­რებს!“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz