" სი ძინპინი დიქტატორია" - რატომ უწოდა დიქტატორი ჯო ბაიდენმა ჩინეთის დიქტატორს მასთან შეხვედრის შემდეგ? | Allnews.Ge

" სი ძინპინი დიქტატორია" - რატომ უწოდა დიქტატორი ჯო ბაიდენმა ჩინეთის დიქტატორს მასთან შეხვედრის შემდეგ?

სან-ფრანცისკოში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა. ბაიდენის განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა.

მისი თქმით, გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის პრეზიდენტებს შორის და ორივე შეძლებს აიღოს ტელეფონი და დაუყოვნებლივ პირდაპირ მოუსმინოს ერთმანეთს. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომსა და ღაზაში მიმდნარე კონფლიქტზე.

ჩინეთის ლიდერმა, ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნუ შეეცდება ჩინეთი ჩაახშოს და შეაკავოს. ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ნამდვილად დიქტატორია.

download-1700110498.jpg

”ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას. ვუბრუნდებით ­ პირდაპირ, ღია, მკაფიო, პირდაპირ კომუნიკაციას. ორივე მხარის მხრიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის არასწორმა გათვლებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალური, პრობლემები ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია ან რომელიმე სხვა დიდ ქვეყანასთან. მე ვიცნობ ამ კაცს, ვიცი მისი ხელწერა, ჩავხედე თვალებში - ჩვენ გვაქვს უთანხმოება. ბევრ რამეზე ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ ის პირდაპირ იყო."- განაცხადა ბაიდენმა.

myquiz