ცვლილებები სუნაკის მთავრობაში: ექსპრემიერი დევიდ კემერონი მინისტრად ბრუნდება, სუელა ბრავერმანი კი ბოლო ერთ წელში მეორედ გაუშვეს შს მინისტრობიდან | Allnews.Ge

ცვლილებები სუნაკის მთავრობაში: ექსპრემიერი დევიდ კემერონი მინისტრად ბრუნდება, სუელა ბრავერმანი კი ბოლო ერთ წელში მეორედ გაუშვეს შს მინისტრობიდან

13 ნო­ემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, რიში სუ­ნაკ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სუ­ე­ლა ბრა­ვერ­მა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი პრი­ვი­ლე­გია იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად მემ­სა­ხუ­რა. თა­ვის დრო­ზე მეტი მექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბრა­ვერ­მან­მა.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია წერს, მისი გა­და­ყე­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბა პა­ლეს­ტი­ნელ­თა მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის ფონ­ზე მის მიერ პო­ლი­ცი­ის კრი­ტი­კას. მან 8 ნო­ემ­ბერს გა­ზეთ The Times-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მელ­შიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ქმე­დე­ბე­ბი "ორ­მაგ სტან­დარ­ტად“ შე­ა­ფა­სა.

2b22d150-820a-11ee-9b47-b98301f24c46-56715-1699876613.jpg

მისი აზ­რით, პო­ლი­ცია მო­ნა­წი­ლე­თა ქმე­დე­ბებ­ზე ზო­გი­ერთ დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე მკაცრ პა­სუხს იძ­ლე­ვა, ზოგ­ზე კი, მათ შო­რის პა­ლეს­ტი­ნელ­თა მხარ­დამ­ჭერ­ზე - უფრო რბი­ლად პა­სუ­ხობს. ბრა­ვერ­მან­მა თქვა, რომ ეს მიდ­გო­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს პო­ლი­ცი­ის ში­შით, რომ ის არ გა­აკ­რი­ტი­კონ. შე­გ­ქახ­სე­ნებთ, ლონ­დონ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად 300 000-იანი მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეხ დე­მონ­სტრა­ცი­ის 100-ზე მეტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ასე­ვე წერ­და, რომ პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მარ­შე­ბის ზო­გი­ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორს კავ­ში­რი აქვს რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მას­თან“, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში. იხილეთ სრულად