სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა
მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადაუნერგვის ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ექიმები დარწმუნებულები არ არიან, რომ პაციენტს მხედველობა აღუდგება. ოპერაცია ნიუ-იორკში ჩატარდა.
46 წლის აარონ ჯეიმსი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მონტიორი და ასევე სამხედრო ძალების ვეტერანია. 2021 წელს ის 7200 ვოლტ დენს შემთხვევით შეეხო და უმძიმესი დაზიანებები მიიღო. 2023 წლის 27 მაისს, მას სახის ნაწილების იშვიათი გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელშიც 140-ზე მეტი ჯანდაცვის პროფესიონალი მონაწილეობდა.
"თუ მხედველობა დამიბრუნდება, ეს შესანიშნავი იქნება" - განაცხადა აარონ ჯეიმსმა - "მაგრამ ის ფაქტიც, რომ ეს ოპერაცია მედიცინის სფეროში გადამწყვეტი მომენტია, ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩვეულებრივ ადამიანს ვგავარ"
NYU Langone Health-ის ქირურგებმა, რომლებმაც რთული ოპერაცია ჩაატარეს, განაცხადეს რომ ჯეიმსი გამოჯანმრთელდა და გადანერგილი თვალიც ჯანსაღია. იხილეთ სრულად