პალესტინური მედია - ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა | Allnews.Ge

პალესტინური მედია - ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 35-ე დღეს ჩრდილოეთ ღაზაში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

პალესტინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელს საავადმყოფოებზე თავდასხმა არ სურს, თუმცა იძულებული გახდება ეს ნაბიჯი გადადგას, თუ „ჰამასი“ საავამყოფოებს ისრაელზე შეტევისთვის გამოიყენებს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 11 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა.

myquiz