ისტორიაში ყველაზე თბილი ოქტომბერი დაფიქსირდა: დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა საგრძნობლად გაიზარდა - რას ამბობენ მეცნიერები? | Allnews.Ge

ისტორიაში ყველაზე თბილი ოქტომბერი დაფიქსირდა: დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა საგრძნობლად გაიზარდა - რას ამბობენ მეცნიერები?

ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნახ­მად, 2023 წელი ყვე­ლა­ზე თბი­ლი წე­ლია, რაც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ევ­რო­კავ­ში­რის კო­პერ­ნი­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წელს, ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე თბი­ლი ოქ­ტომ­ბე­რი და­ფიქ­სირ­და და დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 15.3 გრა­დუს ცელ­სი­უსს აღ­წევ­და. ეს 1991-2020 წლე­ბის ოქ­ტომ­ბრის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 0,85C გრა­დუ­სით მე­ტია, ხოლო 1850-1900 წლე­ბის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რას კი 1,7C გრა­დუ­სით აჭარ­ბებს.

wyaldidoba4-55525-1699504556.jpg

ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხე ხელს უწყობს კლი­მა­ტის კრი­ზისს, რომ­ლის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის წვაა. კლი­მა­ტის მკვლე­ვა­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მის სცე­ნარს მო­ა­გო­ნებთ და ტემ­პე­რა­ტუ­რის გლო­ბა­ლუ­რად მა­ტე­ბას სათ­ბუ­რე­ბის მზარდ ემი­სი­ას და ელ-ნი­ნი­ოს გაძ­ლი­ე­რე­ბას მი­ა­წე­რენ.

რა არის ელ-ნი­ნიო? ეს არის წყნა­რი ოკე­ა­ნის ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის ზე­და­პი­რუ­ლი ფე­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, რაც შე­სამ­ჩნევ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე. ამ მოვ­ლე­ნი­სას, წყლის ზე­და­პი­რუ­ლი ფენა უჩ­ვე­უ­ლოდ თბე­ბა 1 °C-დან 5 °C-მდე.იგი იწ­ვევს გვალ­ვას, უხვ ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას; წარ­მოქ­მნის უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი ან ცივი ამინ­დის პი­რო­ბებს. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წვი­მე­ბი გამ­შრალ სა­ნა­პი­რო­ებ­ზე იწ­ვევს კა­ტას­ტრო­ფულ წყალ­დი­დო­ბებს. იხილეთ სრულად

myquiz